თეგებით ძიება

ჭორაობს, ეჭვიანობა და ფსიქიკური პრობლემები - ვინ მართავს ქვეყანას ივანიშვილის სახით და რატომ იწვა ის მოსკოვის ფსიქიატრიულში

ივანიშვილის რუსული კავშირები, თაღლითობა და ანგოლას საქმე - არჩევნებამდე 6 დღით ადრე სკანდალური ინტერვიუ „ქართუს“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთნ
ვინ არის „ქართული ოცნების“ ლიდერი და როგორია ივანიშვილის რეალური სახე, როგორ ეწეოდა უკანონო საქმეებს და რა გზით გამდიდრდა ის პოლიტიკაში მოსვლამდე - არჩევნებმადე 6 დღით ადრე "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა.

გოგოლაძისგან ვიგებთ, რომ ივანიშვილს ფსიქიკური პრობლემებიც აქვს

ელდარ გოგოლაძე ამბობს, რომ ივანიშვილი თავისებურად ნიჭიერი ადამიანია, არის საკმაოდ გამჭრიახი და აქვს დიდი პრეტენზია, რომ მისი ძლიერი მხარე, ადამიანების ცნობა და გამორჩევა შეუძლია. "მაგალითად, ჩემთვის მას უთქვამს, რომ ის ბანკის მმართველის მოადგილეს და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტებს სიტყვა სიტყვით, მოსკოვში ლიფტიორებისგან და ახრანიკებისაგან აკეთებს.... ეს ჩემს გასაგონად თქვა, იქ შედარებით ასაკიანი და ბიოგრაფიანი მე ვიყავი. რომ მე ბანკის მმართველის მოადგილეებს და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტებს ვაკეთებ ლიფტიორებისგან და ახრანიკებისგან", - ამბობს ელდარ გოგოლაძე.

გოგოლაძე ამბობს, რომ ივანიშვილის მოსკოვში ფსიქიარიულ კლინიკაშიც იწვა.

თავდაპირველად მას ფსიქიატრიული ცნობა გამოცდების გადასავადებლად დასჭირდა, ყოველ შემთხვევაში, ეს ვერსია მოყვა.

"სინამდვილე რაში იყო არ ვიცი, ძნელია ამის თქმა. მართლაც იწვა, დიაგნოზი უნდა ყოფილიყო საკმაოდ მძიმე, იმიტომ, რომ, კონკრეტულად არ უთქვამს, მაგრამ მერე თქვა, რომ როცა გამომწერესო, ხანდახან ასეთი აბდაუბდა საუბარიც იცის, რაღაც დოკუმენტი გამომაყოლეს იქიდან, რომლის გამოც სამსახურის დაწყების საშულებაც არ მქონდაო. ის ნამდვილად იწვა, შეიძლება კვირეების შეიძლება თვეების განმავლობაში.

ეს დოკუმენტი "ფსიქო" არ არის, ეს იყო სახელმწიფო სამედიცინო საატესტაო კომისია, თქვა, რომ იქ რაღაც დოკუმენტი შედგა, რომლის გამოც მე სამსახურის დაწყებაც არ შემეძლოო, ნუ ეს სავარაუდოდ, უნდა იყოს ინვალიდების პირველი ჯგუფი. ფსოქოატრიული დაავადების გამო", - იხსენებს ის.

ამაზე საუბარი, როგორ განიკურნა არ ყოფილა, მაგრამ მისი ცხოვრების წესი, ძილი 10 საათზე, დილას გარკევულ დროს გაღვიძება, კვების რეჟიმი. პედანტიზმი არ არის, მე მგონი ეს უფრო არის მედიკების რეკომენდაცია და დადგენილი ცხოვრების წესი. სავარაუდოდ, ფსიქიატრების რეკომენდაცია, ის გაურბის დიდ დატვირთვებს, მოსკოვშიც, ის სამსახურში დადიოდა 3 დღეს კვირაში, შემდეგ გადავიდა 2 დღიან რეჟიმზე, დადიოდა ოთხშაბათობით და პარასკევობით, ნუ ინვესტორი იყო და შეეძლო. რამდენადაც მე ვიცი არანაიირ სხვა დაავადება მას არ სჭირს. ეს ისეთი მძიმე თემაა.

გვარამიას კითხვას, სმენია თუ არა, რომ მისი პათოლოგიური ეჭვიანობის შესახებ ყველას მიმართ, ჭორაობის მიმართ, ფარული მიყურადების კადრების შესახებ, ელდარი პასუხობს, რომ ჭორაობა მას ნამდვილად უყვარს, რაც შეეხება პირადი ცხოვრების ამსახვე კადრებს, რაზეც ამბობენ, რომ ყველა მსგავსი კადრები ნანახი აქვს და მისი ხელდასხმით გავრცელდა, ის ამბობს, რომ სავსებით შესაძლებელია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა