თეგებით ძიება

"ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის მმართველობის პირობებში ბოროტ ძალას შეეწირნენ" - სია

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში "მთავარი აქცენტები" "ოცნების" ხელისუფელბის დროს ყველაზე გახმაურებულ მკვლეობებზე ისაუბრა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ივანიშივლი ცხოვრობს მახინჯ სასახლეში და როგორც ყველა გველეშაპი, უდანაშაულო ადამიანების სისხლით და ცრემლით იკვებება.

"ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ ბიძინა ივანიშვილის მმართელობის პირობებში ბოროტ ძალას"

2013 წლის 23 მაისს ლევან კორტავა საავადმყოფოში გარდაიცვალა;
2013 წლის 6 ივლისს 37 წლის მამუკა მიქაუტაძე თბილისის ზღვაზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.
სიკვდილამდე ერთი დღთ ადრე, მამუკა მიქაუტაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იყო, სადაც ჩვენება საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ წამებით მიაცემინეს;
2013 წლის 9 ოქტომბერს ქუთაისის მეორე საპყრობილეში 16 წლის სენაკელი გოგა ძველაია გარდაიცვალა. არსებული ვერსიით, არასრულწლოვანმა პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატი ამბობენ, ის ციხის ადმინისტრაციიისა და კრიმინალების ძალადობას შეეწირა.
2014 წლის 4 მარტს 25 წლის გიგა ფარტენაძე ქუთაისის მეთოთხმეტე სარეჟიმო დაწესებულების მეექვსე კორპუსში თანამესაკნეების მიერ წამებით მოკლულ იქნა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ფარტენაძე აღნიშნულ საკანში განზრახ შეიყვანეს.
2014 წლის 5 აპრილს შალვა თათუხაშვილი წამების შედეგად მოკლულ იქნა, დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულებისას.
2014 წლის 28 ოქტომბერს - ზვიად ლაგვილავა ოკუპირებული აფხაზეთის ავტომონიური რესპუბლიკის სუს-ის სპეცრაზმის უფროსი. ის გარდაიცვალა საკუთარ კაბინეტში ვითომ წყლის ავზის დამონტაჟების შედეგად. იმ პერიოდში ზვიად ლაგვილავა იკვლევდა სამეგრელოში კონტრაბანდული პროდუქციის შეტანის საქმეს.
2014 წლის 27 დეკემბერს 22 პოლიციელი, თარაშ მუკბანიანი მოკლეს.
2015 წლის 17 ივნისს 56 წლის ლევან აბზიანიძე სამართალდამცავებმა ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ძალით დიდი რაოდენობით შარმდდენი დაალევინეს. განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ წნევა დაუვარდა და ქუჩაში სკამზე გარდაივალა.
2015 წლის 15 ივლისს ეროსი კიწმარიშივლი ცეცხლსახროლი იარაღიდან მოკლული იპოვეს საკუთარ მანქანაში, შეკრული ღვედით და ანთებული ფარებით.
2016 წლის 19 მაისს ე.წ. მესაზღვრემ გიგა ოთხოზორია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლა.
2016 წლის 8 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ თავი ჩამოიხრჩო, დატოვა წერილი "მაპატიე დედა, მაგრამ მეტი აღარ შემიძლია". თვითმკვლელობის მიზეზი იყო პოლიციელის მხრიდან ზეწოლა, დამნაშავე პოლიციელი კი სასამართლომ გაამართლა.
2016 წლის 30 სექტემბერს 15 წლის ავთო ბაგალიშვილი საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს "ოცნების" წინასაარჩევნო კონცერტზე. ავთო ბაგალიშვილი ბექა ოდიშარიას აქტივისტმა გულის არეში დაჭრა. ოდიშარიამ კონცერტი გააგრძელა, მოხდარი ფაქტი არ გასაჯაროვდა სანამ კონცერტი არ დასრულდა.
21 წლის ბექა ხახუბაია ავტომანქანით დიდი სისწრაფით გვირაბიდან გამოდიოდა, ვერ შეამჩნია პატრულის მიერ საგანგებოდ ჩახერგილი ტრაილერი და მას შეეჯახა. ეს პრაქტიკულად პოლიციის მოქმედების შედეგად მკვლეობა იყო. მამამისი "ოცნების" სახელით იყრის კენჭს ფოთში.
2017 წლის 25 ოქტომბერს 33 წლის პაატა პავლიაშივლი სამართალდამცავებმა ადმინსტრაციული წესით დააკავეს, მიწაზე დააწვინეს, პაატა პავლიაშივლი ამობდა, რომ ცუდად იყო და სასწრაფო დახმარებას ითხოვდა, სასწრაფო დახარება არ ჩაუტარეს და ის ჯანმრთელობის მდგომარების დამძმების გამო გარდაიცვალა.
2017 წლის 26 დეკემბერი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას საკუთარ სახლში, საძინებელ ოთახში ჩაცხრილეს. მომხდარიდან დღემდე მამამის და მას ტერორისტების საქმეს უკერევნ.
ია კერზაია - 2018 წლის არჩევნების პერიოდში, ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორს მოსთხოვეს არჩევნებში "ქართული ოცნების" სასარგებლოდ პედაგოგების ჩართვა. უარის მიღბის შემდეგ ანონიმური წერილის საფუძველზე დაიწყო ია კერზაიას დევნა და დაუპირეს სამსახურიდან მოხსნა. ია კერზაია ნერვიულობის შდეგად ინსულტით გარდაიცვალა.
2019 წლის 11 დეკემბერს პოლიციის შენობიდან, დაკითხვიდან გამოსული 15 წლის ლუკა სირაძე ფსიქოლოგიური ტერორის გამო საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა.
2020 წლის 22 ივნისს ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვლი მდინარე არაგვში გარდცვლილი იპოვეს.
2020 წლის 22 ივლისს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
აქვე ნიკა გვარამიამ თქვა:

"შეიძლება ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ამ ადამიანების თავი ბიძინა ივანიშვილს არ მოუთხოვია მსხვერპლად, მაგრამ ქვეყანა, რასაც ის აშენებს, მისი უკუღმართი რეჟიმი მოითხოვს ასეთ მსხვერპლს. მსხვერპლის აუცილებლობა ამ ბოროტების შინაგანი საჭიროებაა, სხვაგვარად ის ვერ იარსებებს."

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, ინტერვიუ ჩაწერა.

ცნობისთვის, ელდარ გოგოლაძესთან ინტერვიუს დასრულებისთანავე, "მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია, პირდაპირ ეთერში საგანგებო გადაცემას წაიყვანს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა