ივანიშვილის რუსული კავშირები - "გავრილოვის ჩამოყვანა და 20 ივნისის ღამე, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება, ყველაფერი უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესს"
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატი დეკანოიძის შეფასებით, ჩვენი საზოგადოებისთვის დღითი დღე ნათელი ხდება ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირები.
"ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან და მის სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი აქვს. ივანიშვილმა. მან თავის დროზე ფული სწორედ რუსეთში იშოვა და სხვათაშორის თავისი შავბნელი საქმეებით, რომელიც პირდაპირ საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარება.
გავრილოვის ჩამოყვანა და 20 ივნისის ღამე, ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერება, ყველაფერი უკავშირდება რუსეთს და რუსეთის ინტერესს, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ჭაობი იყოს, მეტი რუსული ფული და კორუფცია.
ამას ადასტურებს ისეთი ადამიანების გამოჩენა და ისტორიების მოყოლა, რომლებიც თავის დროზე ახლოს იყვნენ ბიძინა ივანიშვილთან. "- აცხადებს დეკანოიძე.
წყარო:newposts.ge