თეგებით ძიება
26. 10. 2020 COVID - 19

პიკი იქნება ნოემბრის ბოლოს- ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის პიკი საქართველოში ნოემბრის მეორე-მესამე კვირაშია მოსალოდნელი, ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, შემთხვევათა რაოდენობაც მოიმატებს.

"პიკი გვექნება სადღაც ნოემბრის მეორე მესამე კვირას, შემთხვევათა რაოდენობის ყოველდღიური მატების ტენდენცია გაგრძელდება." - აცახდებს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს მოუწოდა იცოდნენ ვინ არის მათი ოჯახის ექიმი და კორონავირუსის სიმპტომების, ყელის ტკივილის, სიცხის, ხველის, სუნთქვის გაძნელების, სურდოს, შემთხვევაში ინსტრუქციების მისაღებად, ბინაზე იმკურნალონ თუ საავადმყოფოში, ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ.

"მოსახლეობამ, ჩვენ თვითონ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში" - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა