ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ბრეჟნევთან საიდუმლო შეხვედრის დროს გადაწყდა - კახა კალაძე
თბილისის მერის კახი კალაძის შეფასებით, „მთავარის“ ეთერში გასულ „ქართუ ჯგუფის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ელდარ გოგოლაძის ინტერვიუს „ექშენი“ აკლდა და ეფექტური არ იყო. მან ცინიკურად განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ბრეჟნევთან საიდუმლო შეხვედრაზე გადაწყდა:
„ეფექტური არ იყო, მინდა ეს ინტერვიუ დაგიწუნოთ. „ექშენი“ აკლდა. მესმის, 17 წლის წინანდელი ამბავია, მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა და უფრო დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ. ბიძინა ივანიშვილს 7-8 წლის ასაკში ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევათან. აი, მაშინ დალაგდა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა თურმე პოლიტიკაში. შეგიძლიათ, ბრეჟნევთან მიბრძანდეთ და დაუსვათ ეს შეკითხვა“, - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართუ ჯგუფის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ელდარ გოგოლაძის განცხადებით, სანამ ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი გახდებოდა, ერთ-ერთ საერთაშორისოდ გახმაურებულ საქმესთან იყო კავშირში. მისი თქმით, ივანიშვილი ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს იარაღის უკანონოდ ვაჭრობის საქმეში ფიგურირებდა.