თეგებით ძიება

პარტია "რეფორმერის“ თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა ვაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა წარუდგინა

პარტია „რეფორმერი“ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „რეფორმერის“ თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა წარადგინა. ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა მრგვალ ბაღში გაიმართა.

პარტიის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე თორნიკე ჯანაშვილმა ამომრჩევლებს პარტია რეფორმერის ხედვები, სამოქმედო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო.

თორნიკე ჯანაშვილი: რეფორმერი აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას. დღეს გვქონდა შეხვედრები ვაკის რაიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ წარვადგინეთ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მაია კუკავა. მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა იმ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რაც ადგილობრივებს აქვთ. მოვისმინეთ მათი ხედვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვები, პარტიის საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები. მოქალაქეებს დიდი ინტერესი აქვთ ახალი პარტიის მიმართ, ცვლილებების დროა. ქვეყანაში უნდა გატარდეს ძირეული ფუნდამენტური რეფორმები. ჩვენ ერთად შევქმნით ქვეყნის უკეთეს მომავალს.

„რეფორმერი“ ამომრჩეველთან შეხვედრებს დადგენილი რეგულაციებითა და ნორმების დაცვით მართავს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა