თეგებით ძიება

კორონავირუსი გონებრივ შესაძლებლობებზე მოქმედებს?

ამერიკელმა და ინგლისელმა ნეიროფიზიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ COVID-19-გან განკურნებულ ადამიანებს ნევროლოგიური პრობლემები და გონებრივი შესაძლებლობების გაუარესება გამოუვლინდათ.

ინფორმაციას Medical News ავრცელებს, ხოლო სამეცნიერო კვლევის შედეგები პორტალზე medRxiv გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა კორონავირუსისგან განკურნებლი 84 000-ე მეტი ბრიტანელი Great British Intelligence Test-ის საშუალებით მეხსიერებაზე და კოგნიტურ უნარებზე შეამოწმეს. კვლევის დროს გათვალისწინებული იყო მონაწილეების ასაკი, სქესი, განათლება, მოღვაწეობის სფერო და ქრონიკული დაავადებები. მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ინფექცია ნეგატიურად აისახა ტექსტისა და სიტყვების გაგებისა და მათემატიკური ამოცანების ამოხსნის უნარებზე. აღსანიშნავია, რომ რიცხვების დამახსოვრების, სივრცითი და ემოციების აღქმის უნარები თითქმის არ შეცვლილა.
მკვლევარებმა შენიშნეს, რომ COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტებს გამოჯანმრთელების შემდეგ დანარჩენებთან შედარებით, უფრო სერიოზული გონებრივი დარღვევები აღენიშნებოდათ.

„ჩვენმა ანალიზმა დაადასტურა ჰიპოთეზა, რომ კორონავირუსმა შეიძლება იმოქმედოს კოგნიტურ ფუნქციებზე, რომლის დეფიციტი გამოჯანმრთელების შემდეგაც ნარჩუნდება“ - განაცხადა კვლევის ავტორმა ადამ ჰემფშირმა.

მანამდე იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ზოგ პაციენტში თმის ცვენა, სუნთქვის გართულება, სისუსტე, გემოსა და ყნოსვის უნარების დარღვევა შეინიშნება. თავის დროზე, იგივე სიმპტომები აღენიშნებოდათ ადამიანებს, რომლებიც ებოლასა და დენგეს ციებ-ცხელებისგან განიკურნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა