თეგებით ძიება

რიცხვების მაგია - როგორ განსაზღვრავს დაბადების დღე ადამიანის ბედს?

ნუმეროლოგიის კანონების თანახმად, ადამიანის დაბადების დღე დაკავშირებულია კოდთან, რომელიც განსაზღვრავს მის ბედს, ხასიათს და ცხოვრებისეულ გზას.

მიუხედავად იმისა, რომ ნუმეროლოგიამ პოპულარობას შედარებით ახლახან მიაღწია, იგი ოკულტურ მეცნიერებათა შორის ერთ-ერთი უძველესია.

შეიძლება ითქვას, რომ ციფრები საკუთარ ენას წარმოადგენენ. ეს ენა მრავალ პირველყოფილ ტომს ესმოდა და ადამიანები ერთმანეთთან კონტაქტს სწორედ მისი წყალობით ამყარებდნენ.

თანამედროვე ნუმეროლოგია უპირატესობას გამარტივებულ რიცხობრივ და ალფაბეტურ კოდს ანიჭებს. როგორ გამოვთვალოთ ეს კოდი სწორად, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვიცხოვროთ?

დავიწყოთ იმით, რომ რიცხვები დაბადების დღის აღმნიშვნელ თარიღში შემთხვევითი არაა. თუ ასტროლოგიური ჰოროსკოპი დაფუძნებულია ადამიანის დაბადების დღეს ვარსკვლავების განლაგებაზე, ნუმეროლოგია დაბადების თარიღში დაფარულ უნიკალურ კოდს იკვლევს.

პირადი კოდის გამოთვლა შესაძლებელია ელემენტალური გამოთვლის გზით ანუ დაბადების წლის, თვისა და დღის რიცხვები უბრალოდ უნდა შევკრიბოთ.
მაგალითად, თუ ადამიანი 08.10.1988 დაიბადა, საბადების დღის, თვისა და წლის რიცხვები უნდა შევკრიბოთ - 0+8+1+0+1+9+8+8 = 35 = 3+5 = 8. ამრიგად, ადამიანის საკრალური რიცხვი 8 გამოდის.

ბედის კოდი ადამიანის ხასიათზე, დანიშნულებაზე და შესაძლებლობებზე გვიამბობს. მასში ჩადებულია ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. მაშ ასე, ვნახოთ ბედის რიცხვის მნიშვნელობა:

ბედის რიცხვი 1
ამ კოდის მატარებელი ადამიანები ნამდვილი ნოვატორები არიან. ისინი გამუდმებით ახალ იდეებს ეძებენ და შეუძლიათ პასუხისმგებლობის აღება. ამ კოდის მატარებელი ადამიანები გულუხვებიც არიან და გარშემო მყოფ ადამიანებს გამუდმებით სითბოს და სიყვარულს ჩუქნიან, ხანდახან ამით თავადაც ზარალდებიან. ისინი მზად არიან ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ დროს დაეხმარონ. პრინციპულობა და თავდაჯერებულობა მათ საზოგადოებაში ლიდერად აქცევს.
რიცხვის თვისება: ძალა, პრინციპულობა და იმპულსურობა.
რიცხვის მოწოდება: მართვა
რიცხვის ქვა: კვარცი

ბედის რიცხვი 2
ბედის ამ რიცხვის მფლობელი ფაქიზი ნატურის მქონე, მგრძნობიარე ადამიანია. ის მომთმენი და კომუნიკაბელურია და ადვილად პოულობს საერთო ენას განსხვავებულ ადამიანებთან. ამ კოდის მატარებელი ადამიანი მეორე ადამიანს „შიგნიდან“ ხედავს, რაშიც ინტუიცია ეხმარება. „ორიანებს“ დადებითი თვისებების გარდა, ცვალებადი ხასიათი და ხანდახან, კაპრიზებიც ახასიათებთ.
რიცხვის თვისება: ინტუიცია და კომუნიკაბელურობა.
რიცხვის მოწოდება: დიპლომატია
რიცხვის ქვა: აპატიტი

ბედის რიცხვი 3
„სამიანები“ სიცოცხლით სავსე, გამჭრიახი და აქტიური ადამიანები არიან. მათში სულის, სხეულის და ხასიათის თვისებები გაერთიანებულია. ამ რიცხვის მატარებელ ადამიანებს ერთ ადგილზე გაჩერება არ შეუძლიათ და დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებენ. მათი ენერგიულობა ხშირად გარშემო მყოფ ადამიანებსაც ნაყოფიერი მუშაობისკენ უბიძგებს. „სამიანებს“ შეუძლიათ და უყვართ სწავლა და შინაგანი დისციპლინით აოცებენ. ისინი სიბერემდე სწავლობენ, თუმცა ყველაზე მეტ ენერგიას შემოქმედების მიმართულებით ხარჯავენ.
რიცხვის თვისება: ენერგიულობა, დისციპლინა, თავდაჯერება
რიცხვის მოწოდება: შემოქმედი
რიცხვის ქვა: ვულკანური ლავა

ბედის რიცხვი 4
ეს რიცხვი სამყაროს ოთხი მხარე და ოთხი სტიქიაა, მისი მატარებელი კი მტკიცე და შედეგისკენ მიმართული პიროვნება. მას ორგანიზატორული შესაძლებლობები ოცნების განხორციელებაში ეხმარება. ორატორული შესაძლებლობების წყალობით ის ადვილად მოიპოვებს ადამიანების ნდობას. შეუძლია წარადგინონ და დაიცვას კოლექტივის ან მთელი საწარმოს ინტერესები.
რიცხვის მოწოდება: სიმტკიცე, ორატორობა, ძალაუფლება
რიცხვის მოწოდება: მმართველი
რიცხვის ქვა: აქატი

ბედის რიცხვი 5
როგორც წესი, ამ რიცხვის წარმომადგენლები დაბადებიდან ნიჭიერები არიან. სწორედ მათი თანდაყოლილი თვისებები განაპირობებენ თვითგამოხატვისთვის შესაფერის ნიშას. „ხუთიანებმა“ საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად თავისუფლად უნდა იფიქრონ და იმოქმედონ. ამ რიცხვის მატარებელ ადამიანებს უყცართ მოგზაურობა და სამყაროს შეცნობა და ხშირად რაღაცის აღმომჩენებად გვევლინებიან.
რიცხვის თვისება: სიმსუბუქე, ცნობისმოყვარეობა და შინაგანი თავისუფლება.
რიცხვის მოწოდება: კვლევა
რიცხვის ქვა: გოვლიტი

ბედის რიცხვი 6
„ექვსიანი“ ბუნების სრულყოფილ ფორმად გვევლინება, რომელიც სტაბილურობას, იდილიას და ჰარმონიას ასახავს. სწორედ ასეთია მოცემული რიცხვის წარმომადგენელთა პიროვნების საფუძველიც. „ექვსიანები“ პასუხისმგებლობით სავსე, კეთილსინდისიერი ადამიანები არიან, რომლებსაც სამართლიანობის მოჭარბებული გრძნობა აქვთ. მათი მიზანია საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა და ადამიანების დახმარება და ხშირად ამ დროს, საკუთარი ინტერესები ავიწყდებათ.
რიცხვის თვისება: პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, ჰარმონიისკენ სწრაფვა
რიცხვის მოწოდება: საზოგადოებრივი მოღვაწეობა
რიცხვის ქვა: ნეფრიტი

ბედის რიცხვი 7
„შვიდიანში“ სულიერი და მატერიალური სამყარო შერწყმულია და სრულყოფილებას ქმნის. როგორც წესი, ამ რიცხვს მიეკუთვნებიან გამჭრიახი და ცნობისმოყვარე პერსონები. მათ იზიდავთ მოღვაწეობის სფეროები, რომლებიც ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მოითხოვენ. თავისი ბუნებით, ეს ადამიანი - ცოდნაა. ის ცდილობს ყველა კითხვის პასუხს ჩასწვდეს.
რიცხვის თვისება: ცნობისმოყვარეობა და ინტელექტი
რიცხვის მოწოდება: სწავლა
რიცხვის ქვა: მალაქიტი

ბედის რიცხვი 8
ეს რიცხვი ადამიანებს სულის სიმტკიცეს და თავდაჯერებას მატებს. „რვიანები“ მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში ცდილობენ საუკეთესო შედეგებს მიაღწიონ და პირველები გახდნენ. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი ოპტიმიზმს არ კარგავენ. „რვიანების“ მთავარი თვისებაა სიმშვიდე და კონცენტრაცია. ამ ნიშნის მქონე ადამიანები მიზნისკენ მიდიან,სანამ ყველა შესაძლო ვარიანტს არ ამოწურავენ. კონკურენცია მათ მხოლოდ ძალას მატებს და აძლიერებს.
რიცხვის თვისება: ძალა, სიმტკიცე, მეტოქეობა
რიცხვის მოწოდება: გამარჯვება
რიცხვის ქვა: ჰემატიტი

ბედის რიცხვი 9
ამ რიცხვის მქონე ადამიანებში ჩადებულია ძალა და სიმამაცე. „ცხრიანები“ განსაკუთრებული მსოფლმხედველობის მეოცნებეები და იდეალისტები არიან, თუმცა ზოგჯერ მებრძოლები და აგრესიულებიც კი ხდებიან. ცდილობენ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ და ადამიანები უფრო ჰუმანურები გახადონ. „ცხრიანები“ ხშირად საზოგადოებრივ დამცველებად გვევლინებიან, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვა საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ.
რიცხვის თვისება: ჰუმანიზმი, სიმამაცე, იდეალიზმი
რიცხვის მოწოდება: ადამიანების დახმარება
რიცხვის ქვა: იასპი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა