თეგებით ძიება

27 ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის 27 ოქტომბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ენერგია მოიკრიბეთ და საქმეს შეუდექით. ოჯახის წევრებისა და მეგობრების რჩევები დაგეხმარებათ, რომ იმაზე მეტი და იმაზე სწრაფად გააკეთოთ, ვიდრე ოდესმე, თუმცა თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურ და მოსახერხებელ გამოსავალს მხოლოდ თქვენ იპოვით.

კურო
კუროებო, მეტი პოზიტივი! გახსოვდეთ, რომ დადებითი ემოციები ყოველგვარი ნეგატივისა და დაპირისპირებისგან გაგათავისუფლებთ. ერიდეთ ოთხ კედელში ჯდომას. გირჩევთ საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. გამორიცხული არ არის, რომ ერთ-ერთი ასეთი სეირნობის დროს შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ.

ტყუპები
თქვენი შინაგანი სილამაზე ადამიანებს იზიდავს და ყურადღების ცენტრში ხვდებით. გამოიყენეთ ეს ხელსაყრელი მომენტი იმისთვის, რომ გარშემო მყოფ ადამიანებს ცხოვრება გაულამაზოთ. თუ მარტოხელა ხართ, მზად იყავით სასიამოვნო სიურპრიზისთვის, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

კირჩხიბი
ამ დღეებში თქვენი იმუნიტეტი იმდენად დასუსტებულია, რომ ნებისმიერ ადამიანთან ან საგანთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე გმართებთ. დაბნეულობა და ნერვიულობა მუშაობაში ხელს გიშლით. ფულის უყაირათო ხარჯვა ფინანსურ პრობლემებს შეგიქმნით.

ლომი
შესანიშნავი დღეა შოპინგისა და საოცნებო ნივთის შეძენისთვის. ეცადეთ საკუთარი პოზიტიური მხარეები წარმოაჩინოთ - დიპლომატიურობისა და დელიკატურობის დამსახურებით თქვენთვის საინტერესო ადამიანის ყურადღებას მიიქცევთ. რომანტიკული ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა.

ქალწული
თქვენი ანალიტიკური შესაძლებლობები მაქსიმუმს აღწევს. მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ და ნაკლები უსმინეთ ეგოისტებს, რომლებიც თქვენს ხარჯზე ქულების დაწერას ცდილობენ.

სასწორი
თუ სიფრთხილეს და წინდახედულებას გამოიჩენთ, საკმაოდ მშვიდი და ჰარმონიული დღე გელით. გირჩევთ სამუშაო ხვალისთვის გადადოთ და ეს დღე საკუთარ თავს და ბუნებაში დასვენებას დაუთმოთ. პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, არსებობს ტრამვის მიღების საფრთხე, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.

მორიელი
მზად იყავით იმისთვის, რომ სამსახურიდან სახლში გადაღლილი დაბრუნდებით. დაღლილობის მიუხედავად, წარმატებით დასრულებული საქმის დამსახურებით, შესანიშნავ ხასიათზე ხართ. გახსოვდეთ, მუშაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანი, ამიტომ სრულფასოვანი დასვენების შესახებ არ დაივიწყოთ.

მშვილდოსანი
მზად იყავით საყვარელ ადამიანთან ან ოჯახის უფროს წევრთან კონფლიქტისთვის. სამწუხაროდ, ორივე მხარე არაკორექტულად იქცევა და დათმობას არ აპირებს. გირჩევთ შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგათ, რომ დაპირისპირება უფრო არ გააღრმავოთ. ყურადღებით იყავით - თქვენს გარემოცვაში გამოჩნდება ეგოისტი ადამიანი, რომელიც ეცდება გავნოთ.

თხის რქა
მზად იყავით დიდი მოცულობით სამუშაოსა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. სირთულეების მიუხედავად, პრობლემებს წარმატებით დაძლევთ. დამშვიდდით, დროთა განმავლობაში, დახლართული სიტუაციიდან გამოსავალს მოძებნით და გამარჯვებით დატკბებით. ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

მერწყული
ამ დღეს რომანტიკულ სფეროში სასიამოვნო სიახლეები გელით. მარტოხელა ადამიანები შეიძლება ცხოვრების მეგზურებს შეხვდნენ. ეს უფრო სწრაფად მოხდება თუ მორცხვობას დაძლევთ და ოთხი კედლის მიღმა გაიხედავთ.

თევზები
წარმატებული დღეა. საქმიანი შეხვედრები წარმატებით დასრულდება, ხოლო დასვენება მეტ სიამოვნებას მიგანიჭებთ. სასიამოვნო კამპანიაში ყოფნის დროს ნუ დაივიწყებთ პარტნიორის შესახებ, რომელსაც თქვენი ყურადღება ჭირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა