თეგებით ძიება

"ეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა... სინამდვილეში რაზეც შეშფოთდნენ არის"- სააკაშვილი "ოცნებას" პასუხობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ქართული ოცნების ბრალდებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საარჩევნოდ ოპოზიცია Deepfake-ის გამოყენებით მასალების მოამზადებას გეგმავს.
"ეეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა. როგორ ჩამიშალა", - იხუმრა სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას.

მისი თქმით, მმართველი გუნდი ხვდება, რომ არჩევნებს აგებს, რის გამოც ოპოზიციის მხრიდან გაყალბებაზე საუბრობს.

"სინამდვილეში რაზეც შეშფოთდნენ, რომ პირველად მთელი ამ არჩევნების განმავლობაში, ადრე იდეალური მსხვერპლებივით რომ ვიქცეოდით, უკრაინელი სპეციალისტებისა და უცხოელების დახმარებით გაკეთდა სახისა და სხეულის ამომცნობი სისტემა, რომელიც მათ კარუსელებს ბარიერებს უქმნის. ამტომ არ იციან, რა ქნან", - განაცხადა სააკაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "რადიკალური ოპოზიცია" Deepfake-ის გამოყენებით მასალებს ამზადებს, რაც, შესაძლოა, არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს გაავრცელონ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა