თეგებით ძიება

"ამ არჩევნებზე ჩვენი სამი მთავარი მტერი გვიპირისპირდება -მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები..."- მერაბიშვილის მიმართვა სამართალდამცავებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამართალდამცველებს მიმართავს.

მერაბიშვილის თქმით, არჩევნებზე სამართალდამცველებს უპირისპირდება სამი მთავარი მტერი - მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები.

მერაბიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ თუ სამართალდამცველები მოქალაქეების ნებას არ დაიცავენ, მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სამი ინსტრუმენტის დახმარებით გაიმარჯვებს.

„ეს არჩევნები არის ძალიან პრინციპული იმიტომ, რომ ამ დღეს ჩვენ, სამართალდამცველებს, გვიპირისპირდება ჩვენი თავის სამი მთავარი მტერი - მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები. ჩვენ ამ ერთ დღეს ან დაგვამარცხებს ივანიშვილი ამ სამი ინსტრუმენტით - მოისყიდის ქართველ ამომრჩეველს, კრიმინალები დააშინებენ ხალხს და რუსი აგენტები განსაზღვრავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ან ჩვენ ყველანი ერთად, დავიცავთ ჩვენი ხალხის ნებას და უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში აღარ დადგეს საფრთხე არც მოსყიდვის არც კრიმინალის და რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი“, - აცხადებს მერაბიშვილი.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა