"პირდაპირ ცხვირში ჩამარტყა ავტომობილის მინას ქვა კი ესროლეს" - სამველ მანუკიანი ამბობს, რომ ენზელ მკოიანის დავალებით ფიზიკურად გაუსწორდნენ
ახალქალაქში "ქართული ოცნების\'" მაჟორიოტარი დეპტუატობის კანდიდატი სამველ მანუკიანი ამბობს, რომ ფიზიკურად გაუწორდნენ.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამმბობს, რომ მას ენზელ მკოიანის დავალებით სცემეს.
მანუკიანის მონაყოლის მიხედვიოთ, ერთ-ერთ შეხვედრაზე მასთან ნასვამი ადგილობრივები მივიდნენ, ღიად გამოხატეს ენზელ მკოიანის მიმართ მხარდაჭერა და მას ფიზკურად გაუსწორდნენ, მანქანას კი ქვა ესროლეს.
"ჰაიკ რასტაკიანი და მისი შვილი მოვიდნენ. ჰაიკი მთვრალი იყო. ენზელ მკოიანთან ახლა მხოლოდ ასეთი კატეგორიის ხალხი დარჩა. იძახდა, თქვენ რა შეგიძლიათ, მკოიანი სოფელში გაზს გააკეთებსო. მე ვუთარი, რომ გაზი რომელ სოფელში იქნება და რომელში არა ამას სახელმწიფო წყვეტს–თქო. დაიწყო ცუდად მოქცევა და ადგილობრივებმა გაიყვანეს. მერე ჩვენც გავედით გარეთ, რომ წავსულიყავით, და სწორედ ამ დროს მოვიდა ჩემთან, ვუთხარი, თითი გაწიე თქო და ისე რომ არ მოველოდი პირდაპირ ცხვირში ჩამარტყა. ხოლო როცა მანქანაში ჩავსხედით, მანქანაის მინას ქვა ესროლეს", - ამბობს სამველ მანუკიანი.
რაც შეეხება მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ენზელ მკოიანს, ის აცხადებს, რომ მანუკიანი ცრუობს და მას ინციდენტთან არანაირი კავშირი არ აქვს.
"ის დადის საღამოობით სოფლებში, ასმევს ხალს სასმელს, მერე მთვრალები ჩხუბობენ, მე არაფერ შუაში ვარ. 20 წელია დეპუტატი ვარ ჩემი აქტივისტები და ახლობელი ადამიანები ყველგან არიან, მაგრამ ამ პირთან კავშირი არ მაქვს", - ამბობს ენზელ მკოიანი.
წყარო:newposts.ge