1 მისამართზე ჩაწერილი 43 პირი - "ოცნება" არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება?
არჩევნების გაყალბების სქემა? - მოქალაქე ირწმუნება, რომ ცესკოს საიტზე გადამოწმების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის სახლში 43 ადამიანი იყო მიწერილი, მათი უმეტესობა კი გარდაცვლილია.
მოქალაქემ "მთავარ არხს" უთხრა, რომ მან იკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკოში უთხრეს, რომ მოქალაქემ ამ ადამიანების გარდაცვალების საბუთები უნდა წარადგინოს, რასაც რამდენიმე კვირა სჭირდება. ეს მაშინ, როცა არჩევნებამდე 4 დღე დარჩა.
წყარო:newposts.ge