თეგებით ძიება

მოვუწოდებ ხელისუფლებას შეწყვიტონ კერძო კომპანიების პოლიტიკურ მძევლად ყოლა და უზრუნველყონ დავალიანების სრული გასტუმრება არჩევნებამდე - რატიანი

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, ჯორჯიან მანგანუმის მიერ ქვეკონტრაქტორებისთის თანხის არგადახდასა და ჭიათურის მერის მიერ ქვეკონტრაქტორებზე ზეწოლაზე საუბრობს.

რატიანის თქმით, ჯორჯიან მანგანუმი, სადაც შესულია სახელმწიფო მმართველი და ფაქტობრივად მართავს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი, არ უხდის თავის ქვეკონტრაქტორებს კუთვნილ თანხებს და მათ თანხის გადახდას არჩევნების შემდეგ პირდება.

რატიანი ასევე საუბრობს ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის მიერ რიგ ქვეკონტრაქტორებზე ზეწოლაზე.

რატიანი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტონ კომპანიების პოლიტიკურ მძევლად ყოლა და უზრუნველყონ დავალიანების სრული გასტუმრება.

„ჩემი ინფორმაციით, ჭიათურაში ჯორჯიენ მანგანუმმა და ქვეკონტრაქტორ კომპანიებს შორის საშუამავლო კომპანიამ შ.პ.ს ემ-ენ ლოჯისტიკმა ქვეკონტრაქტორი 80 კომპანიიდან დახლოვებით 60 კომპანიას მხოლოდ ნაწილობრივ ჩაურიცხა მათი კუთვნილი თანხები. ამ დროისთვის დავალიანება შეადგენს დაახლოვებით 3 მლნ. ლარს.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ ჯორჯიენ მანგანუმში შესულია სახელმწიფო მმართველი, ფაქტობრივად კი მას მართავს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მის ირგვლივ აწყობილია კორუფციული სქემა. არჩევნების წინ ხელისუფლება ჯი ემს იყენებს ბიზნესზე ზეწოლისათვის.

ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ჭიათურის მერი გივი მოდებაძე პირადად ხვდება ჯი ემის რიგ ქვეკონტრაქტორებს და ზეწოლას ანხოპრციელებს მათზე.

60 მდე კომპანის მიმართ არის შემდეგი განცხადება - სრულად მათ კუთვნილ თანხებს მიიღებენ მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას შეწყვიტონ კერძო კომპანიების პოლიტიკურ მძევლად ყოლა და უზრუნველყონ დავალიანების სრული გასტუმრება არჩევნებამდე.“ - განაცხადა რატიანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა