თეგებით ძიება

ძალიან სამწუხაროა, რომ რუსთავის 2- ის კვლევები, იმედის კვლევების მსგავსად, ამას გულის წუხილით ავღნიშნავ, იქცა სამთავრობო პროპაგანდის ნაწილად - კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, რუსთვის 2-ის მიერ დაკვეთილ Survation-ის კვლევებს ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, ამ კვლევის სერიოზულად მიღება შეუძლებელია, რადგან რუსთავის 2-ის კვლევაში ცოტა რესპონდენტი იყო გამოკითხული და ამავდროულად, ისინი როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ჯიუტად არ აქვეყნებენ გადაუწყვეტელი ამომჩცევლის რაოდენობას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსთავის 2- ის კვლევები, იმედის კვლევების მსგავსად, ამას გულის წუხილით ავღნიშნავ, იქცა სამთავრობო პროპაგანდის ნაწილად. ისინი აქვეყნებენ კვლევებს, რომელთაც აქვთ ნულოვანი ნდობა, გამომდინარე იქიდან, რომ არის ცოტა რესპონდენტი გამოკითხული, გამომდინარე იქიდან, რომ ჯიუტად არ აქვეყნებენ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობას და შესაბამისად, როდესაც მეთოდოლოგიაზე ამდენი კითხვა არის, სერიოზულად მიღება იმ რიცხვების, რომლებსაც რუსთავის 2 აქვეყნებს, არის უბრალოდ შეუძლებელი.

ამიტომ, მერამდენედ უკვე, ვამბობთ, რომ ასეთი ტიპის კვლევები, სადაც არ არის დასახელებული არც გადაუწყვეტელების რაოდენობა, არის სერიოზული მეთოდოლოგიური ხარვეზები, სერიოზულად ვერავის მიერ ვერ იქნება განხილული, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ყველა სხვა სართაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს კვლევებს, შედეგებში ძალიან რადიკალურად ცდება რუსთავის 2-ის და იმედის კვლევებს.“ - განაცხადა კაპანაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა