თეგებით ძიება
27. 10. 2020 COVID - 19

"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატ გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

"ქართული ოცნების" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

"მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.
მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას. წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!" - წერს ენუქიძე "Facebook"-ის პირად გვერდზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა