ჟორჟოლიანი არ შემხვდა, თორემ გინებით გავისტუმრებდი - ოცნების ადგილობრივი ლიდერის მუქარა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატს, ნანუკა ჟორჟოლიანს, პარტიის მხარდამჭერებსა და ჟურანლისტებს შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში მერის წარმომადგენელმა, სოფიკო კიკაჩეიშვილმა. ჟორჟოლიანმა მუქარისა და გინების შემცველი კომენტარი სოციალურ სქელში, „Facebook-ზე“ ,გამოაქვეყნა.
მერის წარმომადგენელი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ არ აინტერესებს რას გაავრცელებენ მასზე, რადგან მისი აზრით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ენმ-ს უჭერს მხარს არარაობაა.
"რაც უნდა ის გაავრცელოს ვაფშე არ მიანტერესებს არც ნანუკა და არცერთი ნაციონალი, ვინც ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს ჩემთვის ისინი არარაობაა. მაგენი არიან ქართველი ხალხის მოძულეები, ქვეყნის მოძულეები და ყველაფერი ცუდი... არ მაინტერესებს, არ მაქვს თქვენთან არაფერი სალაპარაკო.
მე არ შემხვდა თორე კარგ დღეში ჩავაგდებდი. როგორც ჩემ სოფელში შემოვიდა და გააგდეს და გინებით გაისტუმრეს ისე გავისტუმრები მეც, იმიტომ, რომ მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ქართველი ხალხი მიყვარს, ვინც საღად აზროვნებს, თორე ვიღაც ერთუჯრედიანი, კაცის მკვლელბი მოსწონს ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენენ ისინი და არც მადარდებს, თუ გინდა გამოაქვეყნე ჩემი საუბარი", - ამბობს სოფოკო კიკაჩეიშვილი."- აცხადებს კიკაჩეიშვილი.
წყარო:newposts.ge