შემზარავი ფაქტი - ახალგაზრდა დედამ 2 წლის ქალიშვილი "ხმებისგან" დასაცავად დაახრჩო
ნოვოსიბირსკში ქალს საკუთარი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს - მან ორი წლის ქალიშვილი ვანაში დაახრჩო - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
შემთხვევა 23 ოქტომბერს მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა აქვს - მას ჰალუცინაციები აწუხებს და ხმები ესმის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის სპეციალურ მედიკამენტებს იღებდა, რათა ფსიქიკური მდგომარეობა სტაბილურად ჰქონოდა, თუმცა სექტემბერში საკუთარ მეუღლეს შესჩივლა, რომ ისევ იგივე პრობლემის წინაშე იდგა. ის განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ სამყარო საფრთხეშია.
ქალი დარწმუნებული იყო, რომ მისი დაავადება გენეტიკურია და საკუთარ შვილს მისგან დამოუკიდებლად გადაეცა. გამომდინარე აუტანელი და განუწყვეტელი შიშებიდან, მას არ სურდა, რომ თავისი ქალიშვილის იგივე ტანჯვაში ყოფილიყო, ამიტომ, როდესაც მისი მეუღლე სახლიდან გავიდა, დედამ ბავშვი შეიყვანა ვანაში და წყალში დაახრჩო.
პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში ნათლად ჩანს, რომ ბრალდებული ღრმად არის დარწმუნებული, თავისი ქმედებით დიდი სიკეთე გააკეთა და ქალიშვილისადმმი სიყვარული ამგვარად დაამტკიცა.
წყარო:newposts.ge