თეგებით ძიება

მერიას მივმართე და რეაგირება არ ჰქონია - სამშვილიან მარტოხელა დედას საცხოვრებელი ვაგონიდან აძევებენ

სამი შვილის დედა, რომელიც მახათას მტაზე ვაგონში ცხოვრობს, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მიაკითხეს და საცხოვრებლის დატოვება მოსთხოვეს.
ქრისტინა ვალაიანის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ის მცირეწლოვან ბავშვებს მარტო ზრდის. ქალი ყვება, რომ დახმარებისთვის თბილისის მერიასა და ჩუიღურეთის გამგეობას არა ერთხელ მიმართა, თუმცა რეაგირება არასდროს მოყოლია:

„მითხრეს, რომ ხვალ დილით თუ არ გაიტან, მოვალთ და ჩვენი ხელით დავანგრევთო, ბრძანება გვაქვს მიღებულიო. არა ერთხელ მივმართე თბილისის მერიას და გამგეობას, იქნებ ქირით მაინც დამაკმაყოფილონ. ჩემნაირ მდგომარეობაში იყო აგერ ერთი კაცი იქეთ, ორი დღის წინ მკვდარი იპოვნეს. რა უნდა გავაკეთო მე, არ ვიცი“ - განაცხადა ვალაიანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა