თეგებით ძიება

"სრულიად უნუგეშოდ დავრჩი, აღარ დამრჩა არანაირი რესურსი, ბინა დავკარგე…" – ვინ უხდის ბინის ქირას ეკა კვალიაშვილს?

ულამაზესი მომღერალი ეკა კვალიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც გასულ წლებში შეექმნა და იძულებული გახდა ბინა გაეყიდა.
ქართული ესტრადის ვარსკვლავს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, „ქართუ ფონდმა“ ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა, რისი საშუალებითაც ახლა ბინის ქირის, ასევე კომუნალურების გადახდას და მინიმაური საჭიროებების დაკმაყოფილებას ახერხებს

„იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების სამსახურში არ ჩავედქი და ყურმოჭრილი მონა არ გავხდი, დაიწყო ჩემი დაბლოკვა, არ მაძლევდნენ კონცერტების ჩატარების საშუალებას. მომღერლის შემოსავალი კი რა არის? ფაქტობრივად აღარ დამრჩა არანაირი რესურსი, ამას დაემატა საბანკო კრედიტი და მომიწია ბინის გაყიდვა.

მერე იყო გასტროლი, რომლის შესახებაც ბევრმა იცის, სადაც ჰონორარი არ გადამიხადეს. ეს იმ ადამიანებმა გააკეთეს, ვისაც ძალიან კარგად ვიცნობდი და არ მოველოდი. ანუ სრულიად უნუგეშო მდგომარეობაში დავრჩი. ჩემს ხასიათში არ არის სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, ამიტომ იმედით და ოპტიმიზმით ვარ სავსე და უკეთესზე ვფიქრობ.

როცა მამა პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში დაწერა ჩემი მდგომარეობის შესახებ „ქართუ ფონდიდან“ დამირეკეს და ყოველთვიური სტიპენდია დამინიშნეს. მართალია ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ საარსებო მინიმუმად მყოფნის. ამით ვახერხებ ბინის ქირის გადახდას და კომუნალური გადასახადების დაფარვას. მადლობელი ვარ „ქართუ ფონდის“, – ამბობს ეკა კვალიაშვილი.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა