თეგებით ძიება

როდის დაიწყო და რატომ შეწყვიტა საბჭოთა კავშირმა უფერო „Coca-Cola“-ს წარმოება?

საბჭოთა ლიდერებს საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტების შემდეგ არც თუ იშვიათად, სამშობლოში უცხოური ტექნოლოგიის ნიმუშები და პროდუქტები ჩამოჰქონდათ. ამის ნათელი მაგალითი ხრუშოვი და მისი გაზიანი წყლის ავტომატები გახლდათ, რომელიც ცკ-ის გენერალურმა მდივანმა აშშ-ში ვიზიტის დროს, ქუჩაში ნახა.

კიდევ ერთი ცნობილი საბჭოთა ჩივოვნიკი, რომელიც უცხოეთში ვიზიტის დროს გაზიანი სასმელით მოიხიბლა, მარშალი ჟუკოვი გახლდათ. ჟუკოვს „კოკა-კოლა“ ისე მოეწონა, რომ საბჭოთა კავშირმა ანალოგიური სასმელის გამოშვება დაიწყო, თუმცა ცივი ომის გამო გადაწყდა, რომ საბჭოთა „კოლა“ უფერო და განსხვავებული იქნებოდა.

როდის დაიწყო და რატომ შეწყვიტა საბჭოთა კავშირმა უფერო „Coca-Cola“-ს წარმოება?


უცნაურია, მაგრამ მარშალმა ამერიკის სავიზიტო ბარათი პირველად ბერლინში დააგემოვნა. სწორედ გერმანიაში შეხვდა ჟუკოვი ევროპაში მოკავშირეთა გაერთიანებული არმიის სარდალს დუაიტ ეიზენჰაუერს, რომელმაც აღმოსავლელ კოლეგას ამერიკიდან თავისი საყვარელი სასმელი ჩამოუტანა.

ვინაიდან ეს ამბავი 1940-იან წლებში მოხდა, როცა ორ ზესახელმწიფოს შორის ურთიერთობა იძაბებოდა , იმაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა, რომ საბჭოთა მაღაზიების დახლებზე ამერიკული ყავისფერო სასმელი გამოჩნდებოდა, მაგრამ ჟუკოვს „კოკა-კოლას“ გარეშე ცხოვრება აღარ შეეძლო. ბევრი ფიქრის შემდეგ საბჭოთა კავშირმა გამოსავალი მონახა – სასმელი უფერული უნდა ყოფილიყო. ჩანაფიქრის განსახორციელებლად საბჭოთა მარშალმა დახმარებისთვის გენერალ კლარკს მიმართა, მან კი ამერიკის პრეზიდენტის, ჰარი ტრუმანის დახმარებით, იპოვა ქიმიკოსი, რომელიც „კოკა-კოლას“ უფერულს გახდიდა. საბჭოთა კავშირმა უფერული „კოკა-კოლას“ წარმოება ავსტრიის ტერიტორიაზე დაიწყო. ფერის გარდა, შეცვალეს სასმელის სახელიც და „კოკა-კოლას“ ნაცვლად, „White Coke“ ანუ „თეთრი კოლა“ დაარქვეს.



სასმელის პირველი პარტია მხოლოდ 50 ყუთს შეადგენდა, რომელიც პარტიულმა ელიტამ, დიპლომატებმა და ესტრადის ვარსკვლავებმა შეიძინეს და მოსახლეობის ფართო მასებამდე არ მისულა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა „White Coke“ ბოთლებშიც და ჭიქაშიც არაყს წააგავდა, რითაც ჟუკოვი კარგად სარგებლობდა. ხშირად, წვეულებებზე ჟუკოვი სადღეგრძელოს საყვარელი სასმელით ამბობდა, რაც ყველასთვის შეუმჩნეველი რჩებოდა.

უფერო „კოკა-კოლას“ ფენომენი საბჭოთა კავშირში ხანმოკლე გამოდგა და დღეს ბევრმა არც იცის, რომ ასეთი რამ არსებობდა, თუმცა The Coca-Cola Company-ის ექსპერიმენტი შეუმჩნეველი არ დარჩენია. მრავალი წლის შემდეგ კომპანიამ ზუსტად ანალოგიური, უფერო სასმელი სახელწოდებით „Coca-Cola Clear“ იაპონური ბაზრისთვის გამოუშვა. ის ნაკლებად ტკბილია, ვიდრე ტრადიციული ვარიანტი. სავარაუდოდ, საქმე კარამელის სიროფის არარსებობაშია, რომელიც ლეგენდარული სასმელს ფერსა და სიტკბოს ანიჭებს.

წყარო: https://progressnews.press/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა