"ბავშვობაში ზუსტად ესე ხელგაშლილი დგებოდა და მიჭერდა" - როგორ ამხნევებს კოვიდინფიცირებულ დეპუტატს მამა (ფოტო)
“ქართული ოცნების“ კოვიდინფიცირებული დეპუტატი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსსა და ფოტოს აქვეყნებს .
ნინო წილოსანს მამა ამხნევებს და როგორც ბავშვობაში ხელგაშლილი დგება და უყურებს შორიდან.
როგორც, დეპუტატი წერს მან მამას სთხოვა სახლიდან არ გამოსულიყო, მაგრამ მამა მის სანახავად მაინც მივიდა.
„მახსოვს ბავშვობაში თითქმის ვერ ვხედავდი მამაჩემს, ქარხანაში მუშაობდა და ფაქტიურად ღამისთევით იყო იქ… იშვიათ შემთხვევაში, როცა თავისუფლდებოდა გვიან ღამით მივყავდი სასეირნოდ, ბევრს მელაპარაკებოდა, ახლაც თითქმის ზეპირად მახსოვს მისი სიტყვები. ბოლოს ჩვენი გასეირნება სრულდებოდა ერთ-ერთ შენობასთან, შემაღლებულ ადგილას შემომსვამდა და რომ გავერთე მეუბნებოდა გადმოხტი, დაგიჭერო. ზუსტად ესე ხელგაშლილი დგებოდა და მიჭერდა, მახსოვს ის შეგრძნება, რაც მაშინ პატარას მქონდა – რომ უსაფრთხოდ ვარ ..დღესაც ესე დამადგა თავზე, მიუხედავად იმისა რომ ვეხვეწეთ არ გამოხვიდე სახლიდანთქო, მაინც მოვიდა რომ ვენახე და ეთქვა რომ უსაფრთხოდ ვარ. ალბათ, მშობლის ყველაზე დიდი მისია შვილის მიმართ სწორედ ამ უსაფრთოების შექმაა, რომელსაც არ ჭირდება არაფერი განსაკუთრებული, გარდა სიყვარულისა, ძალიან მიყვარხარ მა“,- წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატს კორონავირუსი 19 ოქტომბერს დაუდასტურდა.
წყარო:newposts.ge