სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა - მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ქალს მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ლიანდაგზე გადასვლის დროს ქალმა მატარებლის სიგნალი ვერ გაიგო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ ფაქტზე გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო:newposts.ge