ბადრი ესებუა 2019 წელს დავითხოვეთ - თავდაცვის სამინისტროს განცხადება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბადრი ესებუა, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში საქართველოს ბანკს თავს დაესხა, მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის და ის 2019 წლის 4 ივლისს დაითხოვეს.
"ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზიის მთავარი არხის მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა.
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე". – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო:newposts.ge