თეგებით ძიება

გადაეცით ეს თქვენ ქალაჩუნა გენერალურ დირექტორს - ირაკლი კობახიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს

თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

“თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, ესენი არიან: ლევან კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ირაკლი ქადაგიშვილი თელავში, ვერ გაიმარჯვებენ არჩევნებში, მე წავალ პოლიტიკიდან და თუ მოხდა პირიქით, რომ ჩვენი სამივე კანდიდატი მოიგებს არჩევნებს, გადაეცით თქვენ გენ.პროკურორს, ნიკა გვარამიას, ის წავიდეს ქართული მედიიდან და პოლიტიკიდან, თუმცა ის ამაზე ვერ წავა, რადგან არის მხდალი ადამიანი, ვერ აღიარებს წაგებას და გადაეცით ეს თქვენ ქალაჩუნა გენერალურ დირექტორს”- განუცხადა ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხი”-ს ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, ეს პასუხი მას შემდეგ გასცა ირაკლი კობახიძემ, რაც ნიკა გვარამიამ სოციალურქ სელში დაწერა, რომ მათი კვლევის მიხედვით, სამგორში, თელავსა და გლდანში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იმარჯვებს.

წყარო: ipn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა