თეგებით ძიება

რა აკრძალვები ამოქმედდება არჩევნების დღეს?

სულ რაღაც ორი დღე დარჩა პროპორციულ არჩევნებამდე და ეს თარიღი ისტორიაში დიდი ასეობით შევა - მთავარი ნიშანი ამის არის ის, რომ ეს არის პირველი პროპორციული არჩევნები, რისთვისაც ამდენ ხანს იბრძოდა ჩვენი საზოგადოება, თუმცა, მეორეს მხრივ ემატება მსოფლიოში არსებული პანდემიური ფონი, რის გამოც საარჩევნო პროცესი გარკვეული წესების დაცვით ჩაივლის.
თუმცა, უცვლელი რჩება ის აკრძალვები, რაც წინა არჩევნებზეც ძალაში იყო, კერძოდ:

31 ოქტომბერს - კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

აკრძალულია კენჭისყრამდე 8-საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.

გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს აკრძალულია პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო და საუბნო კომისიების წევრების გამოწვევა. იკრძალება საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის დანიშვნა, გამოწვევა, შეცვლა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა