ქეთა თოფურიას პირველი ფოტო დუბაის სანაპიროდან
სექტემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მალე ქეთა თოფურია მილიონერ ლევ ძენგოვზე ქორწინდება. თუმცა ეს ერთადერთი სასიხარულო ფაქტი არ არის მომღერლის ცხოვრებაში –მომღერალი მეორედ ემზადება დედობისთვის.
წყვილი ბიჭის მოლოდინშია, თუმცა თავად ქეთა თოფურია საკუთარ ორსულობას ამ დრომდე უარყოფს. მომღერალს კორონავირუსი არ აშინებს, ის რამდენიმე დღის წინ დასასვენებლად დუბაიში გაემგზავრა.
ქეთამ თვითმფრინავში გადაღებული სელფი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. დუბაიში, მზიან სანაპიროზე 7 თვის ორსული თოფურია რუჯს იღებს და ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა სწორედ ამ პერიოდში გადაუღო ფოტო.
წყარო:newposts.ge