"გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას" - ბადრი ესებუას მამის ემოციური მიმართვა შვილს
ზუგდიდში, "საქართველოს ბანკზე" ანხორციელებული თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა შვილს მიმართავს და ჩაბარებისკენ მოუწოდებს:
„შვილო ბადრი, გელოდებოდით გუშინ, არ ჩამოხვედი, სად ხარ? არაფერი ვიცი შენი ადგილსამყოფელის შესახებ. გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას და ყველაფერი ნორმალურად გაირკვევა. გთხოვთ ამას, მეტი არაფერი სათქმელი არ მაქვს. ან დაგვიკავშირდი ან ჩაბარდი პოლიციას. ესაა ჩემი სათქმელი“, - აცხადებს ტარიელ ესებუა ვიდეომიმართვაში.
წყარო:newposts.ge