ხათუნა გოგორიშვილი გურიაში საჯარო მოხელეების მიერ ამომრჩევლების ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობს
ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათნა გოგორიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობს.
გოგორიშვილის თქმით, გურიაში, მაღალჩინოსნები ემუქრებიან სკოლის დირექტორებს, რომ ისინი იქნებიან განთავისუფლებულები, თუკი მათ საარჩევნო უბნებზე ვერ მოიგებს ქართული ოცნება.
გოგორიშვილა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანებზე ზეწოლა ხდება პოლიციელების მხრიდან და ასევე ქართული ოცნების კოორდინატორების მხირდან, რომლებიც ადამიანებს ემუქრებიან სოციალური დამხარებები მოხსნით, თუკი ხმას არ მისცემენ ქართულ ოცნებას.
გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ეს მოქმედებები გავს აგონიაში მყოფი ადამიანი ქცევას, რომელმაც იცის, რომ აგებს არჩევნებს და იყენებს სხვადასხვა უკანონო ხერხს.
„გახსოვთ, რომ პრემიერი გახარია რამდენიმე დღის წინ დაგვპირდა, რომ ძალიან მწვავე ბოლო 4 დღე გველოდება, როგორც ჩანს მან უკვე წინასწარ იცოდა რას ნიშნავს ეს სიმწვავე და რაში გამოიხატება.
ყველა ჩინოვნიკი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩართულია ამომრჩეველთა მოსყიდვის, მათზე ზეწოლისა და დაშინების პროცესში.
მე მოგიყვანთ კონკრეტულ მაგალითებს, ჩოხატაურის მუნიციპალეტიტში. ჩოხატაურის საკრებულოს წევრი მაია პაიჭაძე და ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, შორენა სიხარულიძე, კვირა დღეს მერიის შენობაში შეხვდნენ ჩოხატაურის რაიონის ყველა სკოლის დირექტორს, ჰყავდათ ყველა სკოლის დირექტორი დაბარებული და აუხსნეს რა ბედი მოელით მათ დირექტორობას იმ შემთვევაში, თუ მათ სოფელში, მათ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნება ვერ მოიგებს არჩევნებს. დაუმუქრნენ, რომ ყველა მათგანი დატოვებს თანამდებობას.
ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომელზეც იმოქმედა ამ მუქარამ, ეს არის სოფელ ამაღლების სკოლის დირექტორი, ლალი ყაჭეიშვილი. ამ ქალბატონმა დაიბარა ყველა ვინც მის სკოლაში მუშაობს და ვინც არის ჩართული ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიაში და დაემუქრა, რომ ყველა მათგანი დატოვებს თანამდებობას, თუ არ დაანებებენ ამ აქტივობას თავს.
ზოგ შემთხვევაში ეს ჭრის, ადამიანები ამბობენ, რომ არ სურთ შარში გახვევა,ზოგ შემთხვევაში კი არ ჭრის და უფრო პრინციპულები ხდებიან ადამიანები. ფაქტია, რომ ხელისუფლება ამ მეთოდს აგრძელებს.
ასევე საგულისხმოა ერთი ფაქტი, საჯარო მოხელეები ადამიანებს ხვდებიან ღამის საათებში, რათა არ იყვნენ შემჩნეულნი. ამის მაგალითია ჩოხატაურის საკრებულოში სოფელ ხევის მაჟორიტარი ზვიად მალალაძე, რომელიც დადის ღამ-ღამობით და ყველას სათითაოდ ეუბნება, რომ არავთარ შემთხვევაში არ უნდა მისცენ ხმა გარდა ქართული ოცნებისა და თუ წინააღმდეგობას აწყდება, მაშინ ეუბნება ადამიანებს, რომ არ წავიდნენ არჩევნებზე.
იგივე შემთხვევებია ლანჩხუთსა და ოზურგეთში. ოზურგეთში საგულისხმოა პოლიციელები, რომლებიც საარჩევნო შეხვედრებზე უღებენ ადამიანებს სურათებს და შემდეგ მიდიან მათთან და ეუბნებიან, რომ შეეშვან შეხვედრებზე სიარულს.
ასევე ოზურგეთში საგულისხმოა ქართული ოცნების კოორდინატორები, მათ შორის ერთ-ერთია სოფელ გურიანთას ქართული ოცნების კოორდინატორი, ბონდო ღლონტი, რომელიც ყველას ემუქრება, რომ არჩევნების შემდეგ ადამიანებს მოეხსნებათ სოციალური დახმარებები და ემუქრება მათ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება აგონიაშია და არ იცის რა გააკეთოს.
ერთადერთი გამოსავალი ამ მძიმე მდგომარეობის შესაცვლელად არის გარდამტეხი ცვლილებები 31 ოქტომბერს.“ - განაცხადა გოგორიშვილმა.
წყარო:newposts.ge