"ისედაც მოუწევთ ამათ ლიდერთან ერთად გაპარვა"- ქარდავა კობახიძის საჯარო პირობაზე
"ისედაც მოუწევთ ამათ ლიდერთან ერთად გაპარვა" - ასე ეხმაურება "ეროვნულ დემოკარტიული პარტიის" თავმჯდომარე და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ბაჩკი ქარდავა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დღეს საჯარო პირიბა დადო, რომ თუ მათი სამი კანდიდატიდან - კობიაშვილი გლდანში, სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში, არჩევნებს წააგებს, ის პოლიტიკიდან წავა.
"ვფიქრობ, ისედაც მოუწევთ ამათ ლიდერთან ერთად გაპარვა, მაგრამ თუ ეს ,,ბრძენთა ბრძენი ” ამ კონკრეტულ შემთხვევში ახმოვანებს ბიძინას, მაშინ, მით უფრო გლდანის მდგომარეობით, წასვლზე განცხადებას მალევე უნდა ველოდოთ, თუმცა ამათთვის სიტყვას ფასი როდის ჰქონია!"- წერს ქარდავა
წყარო:newposts.ge