ავარია გორთან - მეექვსე ადამიანიც გარდაიცვალა
გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა რაოდენობა ერთით გაიზრდა. ამ დროისთვის შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 10.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან ორი მძღოლია, ერთი სუს-ის რეგიონალური განყოფილების ყოფილი უფროსი წინა ხელისუფლების დროს.
შეგახსენებთ, გვიან ღამით ერთმანეთს ავტობანზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა "გორმედში" გადაიყვანა.
გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.
წყარო:newposts.ge