ვინ არ გადაიხდის კომუნალურებს 4 თვის განმავლობაში
საქართველოს მოქალაქეებს კომუნალური გადასახადები მომდევნო 4 თვის მანძილზეც აუნაზღაურებს.
კომუნალურებზე შეღავათების პროგრამა იგივე პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე იყო – 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კომპენსირებული. შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს კი ექნებათ შესაძლებლობა ასეთ დახმარებაზე უარი თქვან.
რაც შეეხება, იმას თუ თანხობრივად რამდენის მოხმარების შემთხვევაში შეძლებენ მოქალაქეები ამ სუბსიდიით სარგებლობას, უხეში დათვლებით შეღავათით ისარგებლებენ მოქალაქეები, რომლებიც თვის განმავლობაში ელექტროენერგიაზე მაქსიმუმ 37 ლარს იხდიან.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ამ შემთხვევაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდება “თბილისი ენერჯის” იმ აბონენტებს, რომლებიც თვის განმავლობაში მაქსიმუმ – 92 ლარს იხდიან.
რეგიონებში კი, “ენერგო-პრო-ჯორჯიას” აბონენტებს შეღავათი შეეხება იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში დენის გადასახადი მაქსიმუმ 36 ლარია. ხოლო “სოკარ-გაზის” აბონენტები შეღავათით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი აირის გადასახადი თვის განმავლობაში მაქსიმუმ 113-114 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარდნენ, მარტში, აპრილსა და მაისში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდათ. მაშინ მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებაზე 170 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ხოლო სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების დაფინანსებაზე უარი სამი თვის განმავლობაში 9 600-მა მოქალაქემ თქვა.
წყარო: https://www.mshoblebi.ge/