"ქართულ ოცნებას" აქვს არნახული მხარდაჭერა - გიორგი გახარია
საქართველოს პრემერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მმართველ გუნდს დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც ავტომატურად დემოკრატიული სახელმწიფოს მხარდაჭერას ნიშნავს:
"დღეს ჩვენ გვაქვს საარჩევნო კამპანიის, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის ბოლო დღე, მას ვასრულებთ თბილისში და შემიძლია, სრული დარწმუნებით გითხრათ, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს არნახული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არ არის კონკრეტულად პარტიის მხარდაჭერა. ეს არის ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობის მხარდაჭერა.
ჩვენი ყველა მოქალაქე ხედავს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის აღმშენებლობა, ის რეფორმები, რომლებიც დაწყებული გვაქვს და ჩვენ გვაქვს ამისთვის კონკრეტული გეგმა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯებით ასახულია ჩვენს პროგრამაში. ეს გეგმა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხება ჩვენს სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც მოიცავს მთელ რიგ სტრუქტურულ რეფორმებს, გარდა ამისა, რა თქმა უნდა - ადამიანის უფლებებს და ჩვენი დემოკრატიის ინსტიტუციურ გაძლიერებას" - განაცხადა გახარიამ.
წყარო:newposts.ge