თეგებით ძიება

"ეს ბოროტი ძალა, "ქართული ოცნება" წამებით კლავს ჩემს ძმას... გთხოვთ, შეცვალეთ ეს ხელისუფლება" - დეკანოზ მამალაძის ძმის საგანგებო მიმართვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, მსჯავრდებულს ციხეში არ მკურნალობენ და არც ოჯახს აძლევენ წამლების შეგზავნის უფლებას.
"წამებით კლავს ჩემს ძმას და გადარჩენის გზას არ უტოვებს"- ამბობს მამალაძე.

"ყველამ იცით, რომ ჩემი ძმა საპყრობილეში უპატრონოდ მიგდებული, უმოძრაოდ საწოლზეა მიჯაჭვული. არ მკურნალობენ. წამლების შეგზავნის უფლებასაც არ გვაძლევენ. უმძიმესია ჩემთვის ამის დაწერა, ამ ნაწერს ხომ მისი შვილებიც წაიკითხავენ, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ, რაც მასთან ბოლო პაემანზე ვნახე.

მამა გიორგის სასიცოცხლო ენერგია ეწურება ხალხო. ეს ბოროტი ძალა, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია, წამებით კლავს ჩემს ძმას. გადარჩენის შანსს არ უტოვებს. არ ვაჭარბებ, გეფიცებით. შეიძლება, ეგოისტურად მოგეჩვენოთ ჩემი ეს ამოძახილი, მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ საკუთარი ძმის, საკუთარი სისხლის და ხორცის ასეთ ტანჯვაში ყოფნა. არ გამოგაცდევინოთ იმის ყურება, როგორ დღითიდღე სანთელივით გიდნება უფროსი ძმა, რომელმაც გაგზარდა, სიკეთის ბევრი მაგალითი მოგცა და ცხოვრება გასწავლა.

ჩემო კეთილო ადამიანებო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი ძმის სიკვდილის წამზომი შეაჩეროთ. ოცნების მთავრობის დასრულება მამა გიორგის საპყრობილედან გათავისუფლებას ნიშნავს. ხვალ მისი გადარჩენის ბოლო შანსია, ჩემს სიცოცხლეს გეფიცებით. გთხოვთ, მიიღეთ მონაწილეობა მადლიან საქმეში, თქვენს შვილებს და ოჯახის წევრებს შეეწევა ადამიანის გადარჩენაში თქვენი მონაწილეობა. გთხოვთ, შეცვალეთ ხვალ ეს ბოროტი ხელისუფლება, გადაარჩინეთ ადამიანი, იხსენით წამებით სიკვდილისგან ერთი რიგითი მღვდელი. გთხოვთ" - წერს თორნიკე მამალაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა