თეგებით ძიება

"ლელო" მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს

გუშინ, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ერის ტრაგედია და დიდი დანაკარგია.

"ლელო" მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

"საქართველოს თითოეული მოქალაქე არის მნიშვნელოვანია და მათი სიცოცხლე ქვეყნისთვის აუცილებელი. ჩვენს ქვეყანას არცერთი ადამიანი დასაკარგი არ ჰყავს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს იმ ტრაგედიას, რომელიც გუშინ ყველას ერთად დაგვატყდა თავს," - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა