სუს-ის ბრძანება დირექტორებს - რატომ გათიშეს სკოლის შენობებში სათვალთვალო კამერები?
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სამცხე-ჯავახეთში ყველა სკოლის დირექტორმა სუს-ისგან მიიღო ბრძანება, რომლის საფუძველზეც სასწავლო დაწესებულების შენობებში სათვალთვალო კამერები გათიშეს.
კამერები გათიშულია როგორც სკოლის შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე. იმ ფაქტს, რომ კამერები ნამდვილკად გათიშულია, სკოლის დარაჯებიც ადასტურებენ, თუმცა ამის მიზეზად სარემონტო სამუშაოებს ასახელებენ.
ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამგვარი რეპრესიებით მმართველი გუნდი არჩევნების მოგებას ცდილობს. როგორც ოპოზიციის კანდიიდატები აცხადებენ, ყველა მცდელობის მიუხედავად, სახელისუფლებო გუნდის მოგების შანსი ამ რეგიონში მინიმალურია. მათი თქმით, ივანიშვილის პარტია ამომრჩევლებს აიძულებს, შემოხაზულ ნომერს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, გადაუღონ ფოტო, რათა მტკიცებულება ჰქონდეთ, რომ ნამდვილად მას მისცეს ხმა, ამის სანაცვლოდ კი 150 ლარს ურიცხავენ ფოტოს ავტორებს.
სწორედ ამას ემსახურება სუს-ის ქმედებები, რომლის დახმარებითაც ივანიშვილის პარტიას ხელისუფლებაში დარჩენის იმედი აქვს.
წყარო:newposts.ge