თეგებით ძიება

ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს

30 ოქტომბრის ღამით, გორთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს.

ამ დროისთვის, მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობაა მძიმე.

"ყველაზე მძიმე არის გულ-მკერდის დაჟეჟილობა, ფილტვების დაჟეჟლობით და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. არის ასევე სახის ძვლების მოტეხილობა. რაიმე პროგნოზს ვერ გავაკეთებ პაციენტთან დაკავშირებით, ჯერ ძალიან მძიმეა, ტრამვა მწვავეა, " - ამბობს ექიმი.

შეგახსენებთ, რომ თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.

მომხდარზე დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა