გუშინ რა არ იკადრეს, მაგრამ შედეგობრივად წინ მაინც ვერ გაიყვანეს - ნიკა მელია
გაერთიანებული ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ცესკოს საბოლოო შედეგს აქვეყნებს, სადაც ის ლევან კობიაშვილს ხმათა რაოდენობით უგებს:
"ცეესკომ დადო საბოლოო შედეგი..
გუშინ რა არ იკადრეს, მერე დღეს ცეესკოს დონეზე რა არ იწვალეს, მაგრამ შედეგობრივად წინ მაინც ვერ გაიყვანეს. ..
ნიკა მელია - 44.06%
კობიაშვილი - 42.47%
პ.ს. აქვე შეგახსენებთ
8 ნოემბერს, კვირას, 15 00 საათზე, რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით!" - წერს მელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
წყარო:newposts.ge