კალაძე: გულწრფელად, მეგონა, უფრო მეტს მივიღებდით
ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ეგონა "ქართული ოცნება" უფრო მეტ პროცენტულ მაჩვენებელს მიიღებდა.
"ქართულმა ოცნებამ იგივე შედეგი დადო, რაც 2016 წელს. დამატებით, 100 000-ზე ცოტა მეტი ხმა მივიღეთ, უბრალოდ, 2016 წელთან შედარებით ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული არჩევნებზე და ამის გამო მივიღეთ 48%.
მე გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას, გულწრფელად, მე მეგონა, რომ უფრო მეტს მივიღებდით პროცენტულ მაჩვენებელს. ასევე, მეგონა, რომ ამდენი მეორე ტური არ დაგვჭირდებოდა. თუმცა აქ არაფერი საგანგაშო არ არის, ესეც დემოკრატიული პროცესების ნაწილია." - ამბობს კალაძე იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.
წყარო:newposts.ge