თეგებით ძიება

პროტესტი ბათუმში - ცენტრალური ქუჩები ახალი მოწოდებით აჭრელდა

დღეს დილით ბათუმში ცენტრალურ ქუჩებში წარწერები გამოჩნდა - "იმოქმედე". ეს წარწერა ბათუმის მერიის და პარკის ცენტრალურ შესასვლელთან არის გაკეთებული.

ვინ დაწერა წარწერები ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ეს იმ ამომრჩევლის განწყობას გამოხატავს, რომელიც არჩევნების ოფიციალური მონაცემებით უკმაყოფილოა.

შეგახსენბთ, რომ ოპოზიციამ თბილისის პარლამენტის წინ გუშინ, 1 ნოემბერს აქცია გამართა. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.



წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა