თეგებით ძიება

ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს, ან დარჩებიან პარლამენტში მარტო და იმ ნაღმზე, რომელიც ოპოზიციას დაუდეს, თავად აფეთქდებიან - ნანუკა ჟორჟოლიანი

ვანის, სამტრედიის, ხონისა და წყალტუბოს ოლქში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ხალხის ეშინია, სწორედ ამიტომ, აქციები არ უნდა შეწყდეს, რათა ახალი ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.

"მეგობრებო, ახლა მთავარია არ დავიღალოთ. აქციები, აქციები, აქციები.

რატომ არის ეს აუცილებელი?

ხელისუფლებამ უნდა დაინახოს რომ მოსახლეობა მას არჩევნების წართმევას არ პატიობს. ყველა მთავრობას, ყველაზე მეტად ეშინია ხალხის.

ან მივიღებთ ხელახალ არჩევნებს თამარ ჟვანიების გარეშე. ან დარჩებიან პარლამენტში მარტო და იმ ნაღმზე, რომელიც ოპოზიციას დაუდეს თავად ადეთქდებიან.

სხვა გზა არაა. უფრო სწორად, სხვა გზა არ დაგვიტოვეს.

ყველა, ვინც ბიძინას ამ არჩევნებს გაუპრავებს პარლამენტში შესვლით, ხალხისგან მიიღებს შესაბამის პასუხს.

ის რომ ლეგიტიმაცია არ დაეკარგებათ ერთპარტიული პარლამენტით ტყუილია. რას ნიშნავს ლეგიტიმაცია თუ ხალხი არ აღიარებს პარლამენტს. მთავარია ხალხმა არ მისცეს ამათ ლეგიტიმაცია და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი აქციები" - წერს ჟორჟოლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა