თეგებით ძიება

ოპოზიციას მხარში დავუდგები და ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ - მამუკა ხაზარაძე

ლელოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის უკეთესი მომავლისთვის აპირებს ბრძოლას და არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობს, ამიტომ, აპირებს ოპოზიციას საკუთარი რესურსებით დაეხმაროს.
ხაზარაძე ოპოზიციურ ძალას მოუწოდებს, არ დანებდნენ და არ შეეგუონ "ოცნების" მიერ გამოცხადებულ შედეგებს:

“ჩვენ ლელო არ შეგვიქმნია იმისათვის, რომ პარლამენტში მოვხვედრილიყავით, პარტია შევქმენით იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ახალი ცხოვრება დაიწყოს, ტყუილიდან ამოვიდეს ეს ქვეყანა, გამოვიდეს იმ ორბიტიდან, რომელშიც მიგვაქანებს ქართული ოცნება. ცხოვრებაში თანამდებობისთვის არ მიბრძოლია, ჩემით შევქმენი ჩემი თავი და ასე გავაგრძელებდი, მაგრამ გადავდე ყველაფერი და ბოლომდე ვიბრძოლებ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ზუსტად ვიცი, რომ ტყუილი არ შერჩება ამ ქვეყანაში არავის. ადამიანს სულში ხელს რომ უფათურებ და მის არჩევანს თავისუფალ მიმართულებას არ აძლევ, ამ შეურაცხყოფას ქართველი კაცი არ გადაიტანს.

მე მათ დავუდგები მხარში, ამისთვის კი ყველა ჩემს რესურსს გამოვიყენებ. ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, ახლა აღარ არის პარტიების გარჩევების დრო, ახლა არის ადამიანების მიმართ ნდობის დაბრუნების დრო. ჩვენ უნდა ავუხსნათ ადამიანებს, მეგობრებო, რომ თუ ჩვენ ამას გადავყლაპავთ, თუ ჩვენ ამ “შულერებს” ამას შევარჩენთ, ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის ვერ იქნება კიდევ რამოდენიმე ათეული წელი" – აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა მას უნდობლობა გამოუცხადეს და რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს. გარდა ამისა, 8 ნოემბერს კიდევ ერთი მასშტაბური აქციაა დაგეგმილი, სადაც ასევე არასამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებსა და გაყალბებულ შედეგებს გააპროტესტებენ.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა