"პატრიოტები" განმეორებითი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ
"პატრიოტთა ალიანსი“ ხელისუფლებას არჩევნების შედეგების გაბათილებისა და განმეორებითი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ ამომრჩევლებზე ზეწოლა განხორციელდა და შედეგებს არ მიიღებენ.
"თუ ჩატარდება თავისუფალ გარემოში, დემოკრატიულ გარემოში გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, ჩვენ რეალურად ვნახავთ, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ამომრჩეველი მრავალრიცხოვანია და ჩვენი შედეგი გაცილებით სხვა იქნება", - აცხადებს თევდორაძე.