"მეორე ტური ვერ ჩატარდება, არ იქნება, არ ვიღებთ ამ თამაშის წესებს "- ელენე ხოშტარია
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ძალიან მტკიცე ერთიანი პოზიციაა აქვთ და საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია მონაწილეობას არ მიიღებს, მისი თქმით, მეორე ტური არ ჩატარდება. ამასთან, პარტია არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ სცნობს.
"ძალიან მტკიცე, ერთიანი პოზიცია გვაქვს, რომ ეს არის არალეგიტიმური არჩევნები და არალეგიტიმურ პარლამენტში ჩვენ არ ვაპირებთ შესვლას და ეს არის ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოგვპაროს არჩევნები, როგორც ინსტიტუტი. ბევრი განხილვა იმას არ უნდა, რომ ამ ხელისუფლების მიერ ჩატარებული მეორე ტური ვერ ჩატარდება, არ იქნება, არ ვიღებთ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიღებთ, ზოგადად, ამ თამაშის წესებს, არც მეორე ტურის სახით და არც ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლის სახით, ამიტომ ცხადია, მეორე ტური არ ჩატარდება",— აცხადებს ხოშტარია.
ევროპული საქართველო პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
წყარო:newposts.ge