თეგებით ძიება

ამინდის პროგნოზი - საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლის ცნობით, 2 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება.

„საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, რაც 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 4 ნოემბერს კი ნალექი შედარებით შესუსტდება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 4 და 5 ნოემბერს გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი შენარჩუნდება.

„6 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. დასავლეთ საქართველოში 4-5 ნოემბერს აგრეთვე ნავარაუდებია ქარი“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

დედაქალაქში დღეს სუსტი წვიმაა მოსალოდნელი, რაც 4 ნოემბერსაც შენარჩუნდება. 6 ნოემბერს კი თბილისში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი.

წყარო: Pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა