თეგებით ძიება

რატომ უნდა ერიდოთ საჯარო ადგილებში მობილური ტელეფონის დამუხტვას?

ბევრი ჩვენგანი მობილურ ტელეფონს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მუხტავს და ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. არადა, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ არ გავრისკოთ, რადგან ასეთ დროს USB მოწყობილობების მოდიფიციკაცია ადვილია.

ამით კი შეიძლება არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა ისარგებლონ და თქვენს ტელეფონზე წვდომა მოიპოვონ.

ადგილები, სადაც მობილური ტელეფონის დამუხტვა არ შეიძლება:

აეროპორტები
ჩვეულებრივ, აეროპორტებში ადამიანები ნაკლებად ფიქრობენ საკუთარი მოწყობილობების უსაფრთხოებაზე, რადგან ჩქარობენ და სრულიად სხვა საკითხებზე ფიქრობენ. ამით შეიძლება ისარგებლონ ბოროტმოქმედებმა და თქვენს ტელეფონზე შეტევა განახორციელონ. გაითვალისწინეთ, რომ თუ ტელეფონის დამუხტვისთვის საკუთარი USB ადაპტერს და კაბელს გამოიყენებთ, რისკებს მინიმუმამდე შეამცირებთ.

ავტოსადგურები და რკინიგზის სადგურები
გამორიცხული არ არის, რომ ბოროტმოქმედმა მობილური ტელეფონის უფასო დამტენი მოწყობილობა ავტოსადგურზე ან რკინიგზის სადგურზე განათავსოს. ტელეფონის ასეთ მოწყობილობასთან შეერთების დროს, დამუხტვასთან ერთად კონფიდენციალური მონაცემების კოპირებაც ხდება. ამის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ USB კაბელი ადაპტერთან 110 ვოლტზე შეაერთოთ. iPhone-ის მომხმარებლები ამისთვის საჭირო მოწყობილობას ტელეფონთან ერთად იღებენ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დამუხტვის ასეთმა ხერხმა შეიძლება კვების ბლოკი დააზიანოს.

სასტუმროები
რა თქმა უნდა, სასტუმროს ნომერში მობილური ტელეფონის დამუხტვა მოსახერხებელია, თუმცა თეორიულად მაინც არსებობს შანსი, რომ ბოროტმოქმედებმა თქვენი ტელეფონიდან მონაცემები მიიღონ. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საქვეყნოდ ცნობილი "ბაყაყის" დამტენი მოწყობილობა, სადაც უბრალოდ ტელეფონიდან ამოღებული ელემენტი უნდა ჩადოთ და წყაროსთან დააკავშიროთ.

ნაქირავები ავტომობილი
ამჟამად ტელეფონის დამტენებით შეიძლება ისარგებლოთ ყველგან, მათ შორის, ნაქირავებ ავტომობილშიც, მაგრამ ისევ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამის გაკეთებას არ გირჩევთ. თუ თქვენი ტელეფონი მალე „ჯდება“ ჯობს, თან იქონიოთ პორტატული დამტენი მოწყობილობა.

ზემოთ ჩამოთვლილი ადგილების გარდა, ერიდეთ მობილიური ტელეფონებისდამუხტვას ტურისტული ღირსშესანიშნაობების ადგილებზე, სავაჭრო ცენტრებში, ბიბლიოთეკებში, კაფეებსა და რესტორმებში.

დაიცავით საკუთარი თავი და საკუთარი მობილური ტელეფონი მონაცემების არასანქცირებული გადაცემისგან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა