თეგებით ძიება

საკარანტინო სასტუმროში მყოფი ქალი, რომელსაც კორონავირუსი არ ჰქონდა, მოულოდნელად გარდაიცვალა

ტრაგიკული შემთხვევა თბილისში - საკარანტინო სასტუმროში მყოფი ქალი, რომელსაც კორონავირუსი არ ჰქონდა, მოულოდნელად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ 60 წლის ქალი უყურადღებობით დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეში მყოფი პაციენტი სამი საათის წინ გარდაიცვალა. ის ხუთი დღის წინ მოათავსეს კოვიდსასტუმროში. თავდაპირველად ოჯახმა სასწრაფო დახმარება იმიტომ გამოიძახა, რომ ქალს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და სისხლში შაქრის შემცველობის გაზრდის გამო თავი ცუდად იგრძნო, თუმცა მედიკოსებმა ის არა კლინიკაში, არამედ კოვიდსასტუმროში დაკვირვების მიზნით გადაიყვანეს.
ცნობილია ისიც, რომ პაციენტს მხოლოდ ერთი დღე უნდა დაეყო საკარანტინე სივრცეში, თუმცა ის ხუთი დღე არ გამოუშვეს სასტუმროდან. ოჯახის თქმით, ქალს არ ჰქონდა კორონავირუსი და ის შაქრიანი დიაბეტით გარდაიცვალა, რადგან არც წამლები ჰქონდა და სასტუმროში მყოფი მედპერსონალიც არ აქცევდა ყურადღებას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა