პირველი თოვლი საქართველოში - ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
უამინდობისა და თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აღნიშნული ინფორმაცია "ნიუპოსტს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესამსახურმა დაუდასტურა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წყარო:newposts.ge