რა უნდა იცოდეთ, სანამ პლასტიკატის ბოთლში ჩასხმულ წყალს იყიდით?
თუ დააკვირდებით, პლასტიკატის ბოთლების ეტიკეტზე აუცილებლად აღმოაჩენთ ინფორმაციას, რომელიც გატყობინებთ, კონკრეტულად, რომელი ტიპის პლასტიკატისგან არის ბოთლი დამზადებული.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ნებიმიერი პლასტიკი სხვადასხვა ხარისხისა და საფრთხის შემცველ ქიმიკატს გამოჰყოფს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
PET ან PETE
ნიშნავს, რომ თქვენს წინაშეა ერთჯერადი გამოყენების ბოთლი. პლასტიკატმა, რომლისგანაც ასეთი ბოთლია დამზადებული, შეიძლება მძიმე მეტალები და
ჰორმონალური დისბალანსის გამოწვევი ნივთიერებები გამოჰყოს. ასეთი პლასტიკატის ბოთლები ყველაზე ხშირად გვხვდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ თუ არ გსურთ, თქვენს ორგანიზმში ტუტე ელემენტები და ბაქტერიები მოხვდნენ, ბოთლი გამოყენებისთანავე უნდა გადააგდოთ.
HDP ან HDPE
ეს ძალიან კარგი ხარისხის, მყარი პლასტიკატია, რომელიც პრაქტიკულად, არავითარ მანვე ნივთიერებებს არ გამოჰყოფს, ამიტომ ეცადეთ, რომ წყალი მხოლოდ ამ ნიშნით დატანილ ბოთლებში შეიძინოთ - ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ეკოლოგიისთვისაც სასარგებლოა, რადგან მისი გადამუშავება შესაძლებელია. ყველაზე ხშირად, ამ პლასტიკატს რძის პროდუქტების ტარად, სათამაშოების წარმოებაში და სარეცხ საშუალებებში გამოიყენებენ.
PVC ან V
ამ მალისგან დამზადებული ბოთლები სულ მცირე, ორი საშიშ ქიმიკატს გამოჰყოფენ და ორივე მათგანი ნეგატიურად აისახება ადამიანის ჰორმონალურ ბალანსზე.
ეს რბილი, დრეკადი პლასტიკატია, რომელიც ჩვეულებრივ, ზეთის ბოთლებისა და სათამაშოების წარმოებაში გამოიყენება. ამის გარდა, მას კომპიუტერის კაბელების საიზოლაციო მასალად, პლასტიკატის მილებისა და სანტექნიკის დეტალების დასამზადებლად გამოიყენებენ. ექსპერტები გვირჩევენ, რომ თავი შევიკავოთ ამ მასალისგან დამზადებული ბოთლის შეძენისგან, მით უმეტეს, რომ ალტერნატივა ყოველთვის მოიძებნება.
LDPE
ეს მასალა პლასტიკატის ბოთლებისა და პარკების დასამზადებლად გამოიყენება. ის არ გამოჰყოფს ქიმიურ ნივთიერებებს წყალში, რომელსაც ინახავს, მაგრამ უსაფრთხო მხოლოდ წყლის შემთხვევაშია. ამ პლასტიკატში შეფუთული პროდუქტების ყიდვას არ გირჩევთ, რადგან შესაძლოა, საკვებთან ერთად, გულისთვის სახიფათო ქიმიკატებიც მიირთვათ.
PP
ეს თეთრი ან ნახევრად გამჭვირვალე პლასტიკატია, რომელიც ძირითადად, იოგურტების და სიროფების შესაფუთად გამოიყენება. თერმოგამძლეა, გაცხელების დროს, არ დნება და შედარებით უსაფრთხო პლასტიკატების რიცხვს განეკუთვნება.
PS
ხშირად გამოიყენება ყავის ჭიქების და სწრაფი კვების კონტეინერების დასამზადებლად, თუმცა, გაცხელებისას, საშიშ ქიმიურ მინარევებს გამოჰყოფს. პოლისტიროლი პლასტიკატის იაფფასიანი და მყარი ტიპია, რომელიც ცხელი სასმელებისა და საკვების შესანახად არ გამოიყენება.
PS ან პლასტიკატი, რომელსაც სპეციალური ნიშანი არ გააჩნია
ეს პლასტიკატის ყველაზე საშიში ტიპია და სასმელი წყლის ბოთლებისა და კვების პროდუქტების კონტეინერების დასამზადებლად გამოიყენება. ასეთ შეფუთვაში წყლის ან საკვების შენახვა კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ის გამოჰყოფს ბისფენოლ A-ს. ნივთიერებას, რომელიც ადამიანის ენდოკრინულ სისტემას ანადგურებს და ხელს უშლის ესტროგენის ჰორმონის წარმოქმნას.
და ბოლოს, სანამ პლასტიკატის ბოთლში მოთავსებულ ყალს შეიძენთ, კარგად დაფიქრდით, რადგან მინა გაცილებით უსაფრთხო და საიმედოა.