"ქართველი ინტერნეტ ვარსკვალვები დუბაიში სხეულით მუშაობენ" - მასტერის მორიგი სკანდალური განცხადება და კრიტიკის ქარცხლში გახვეული რეპერი
ცნობილი რეპერის მასტერის თქმით, მის გვერდით ვერ ვნახავთ გოგონას, რომელსაც სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოები უდევს.
ამის შესახებ მასტერმა რადიო “ფორტუნას” განუცხადა.
– ჩემ გვერდით ვერ ნახავთ ისეთ გოგოს, რომელსაც სოციალურ ქსელში ზედმეტად გახდილი, შიშველი ფოტოები უდევს. ან ჩემ გვერდით ვცდილობ, არ იყვნენ ისეთი გოგონები, რომლებსაც ცუდი დოსიე აქვთ.
ეს რას ნიშნავს?
აი, მაგალითად, დუბაის გოგონები.
დუბაის გოგონები?..
დუბაიში რომ მუშაობენ. ბევრი გოგო ვიცით თბილისში, „ინსტაგრამ-ვარსკვლავები“, რომლებიც დუბაიში მუშაობენ სხეულით. ვცდილობ, ამ გოგონებს გავერიდო, თუმცა ვიზუალურად კარგები არიან და შინაგანად გული გწყდება, რატომ… მაგრამ რომ უყურებენ ერთმანეთს, კარგად რომ ცხოვრობენ, თვითონაც უნდებათ. მოკლედ, ვცდილობ, ასეთ გოგოებს გავერიდო, მაგრამ ამით იმას არ ვამბობ, რომ მე ანგელოზი ვარ.
წყარო:newposts.ge